ზოგადი ინფორმაცია
პროგრამის სახელწოდება: ბიოფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ბიოფიზიკაში
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: პროგრამის მოცულობა -120 კრედიტი ;სავალდებულო არჩევითი საგნები- 30კრედიტი; სავალდებულო საგნები - 45კრედიტი; არჩევითი საგნები -15 კრედიტი; სამაგისტრო ნაშრომი -30 კრედიტი.
სწავლების ენა: ქართული
მიზნები
- მოამზადოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები ბიოფიზიკაში;
- ხელი შეუწყოს ბიოფიზიკაში ინოვაციური მიდგომების განვითარებას, ახალი ცოდნის შექმნას;
- ხელი შეუწყოს კროსდისციპლინური მიდგომების განვითარებას ბიოფიზიკური კვლევის შედეგების დანერგვას მედიცინაში, ფარმაციასა და ეკოლოგიაში.
წინაპირობები
სამაგისტრო პროგრამაზე მიიღება ის პირი რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აქვს:
- ერთიანი სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სპეციალობაში
- მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ან ბიოლოგიაში ან ქიმიაში დამატებითი სპეციალობით ფიზიკაში ან ბიოლოგიაში.
დასაქმება
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
- სამეცნიერო ორგანიზაციები, ცენტრები;
- ბიოტექნოლოგიის, კვების მრეწველობის, ეკოლოგიის, კვლევითი და დიაგნოსტიკური ლაბორატორიები;
- ფარმაკოლოგიური კომპანიები;
- ჯანდაცვის სისტემა
მიმაგრებული ფაილები